ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას უძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში ზარალის 70% აუნაზღაურებს

0

10nnnn16 თებერვალს გამართულ სხდომაზე, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების  წესის დამტკიცების  შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 26 დეკემბრის   № 62 დადგენილებაში საკრებულომ ცვლილები შეიტანა.

დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„2014-2015 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს დახმარება გაეწევათ მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.“

2014-15 წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტს დახმარების თხოვნით, ხუთმა დაზარალებულმა ოჯახმა მიმართა. განცხადებები ზარალის დადგენის მიზნით შექმნილმა 7 კაციანმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა. სამი განცხადების შემთხვევაში ზარალის დადგენა ვერ მოხეხრდა და შესაბამისად  მატერიალური დახმარების გაწევაც არ მოხდა, ორ ოჯახს კი დაუდგინდა ზარალის ოდენობა და ერთი 2400 ლარით, ხოლო მეორე  10 000 ლარით დაფინანსდა.


Share.

Comments are closed.