ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

0

get_img2 თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.

,,მოგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად,  შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1250-ით. დღეიდან 2015 წლის საგაზაფხულო მიწერაზე აყვანა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდები აღირიცხებიან, შეგროვდება მათი პირადი საბუთები და დაიწყება წინა მოსამზადებელი ეტაპი სამხედრო სავალდებულო სამსახურში მისაღებად. ასევე დღეიდან დაიწყო 18-დან 27 წლამდე მოქალაქეების გაწვევა, რომელიც ივნისის ბოლომდე გაგრძელდება“,-აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა მევლუდ ბარლიანმა.

საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რათა შემდგომ მოხდეს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევა 2 თებერვალს დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება.

სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხება:  შრომის უუნარო, დედისერთა, მარჩენალ დაკარგული ოჯახის შვილს, დაოჯახებულს, სტუდენტსა და ვინც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელს გადაიხდის.

მევლუდ ბარლიანის თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში გასაწვევ წვევამდელთა რაოდენობა ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის  შემდეგნაირად განისაზღვრა:

1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ დანაყოფებში:

19 თებერვალი         –      5 წვევამდელი (ყაზარმული)

20 მაისი                    –      4 წვევამდელი (ყაზარმული)

2.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში:

26 თებერვალი                –            5 წვევამდელი (ყაზარმული)

18 მარტი                           –           2 წვევამდელი (ყაზარმული)

3.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში:

28 მარტი                           –           15 წვევამდელი (ყაზარმული)

22 აპრილი                         –          10 წვევამდელი


Share.

Comments are closed.