ბოლნისის თოჯინების თეატრმა პრემიერა გამართა

0

11008961_743454349102643_1079727689_nბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა დღეს ბოლნისელ პატარებს პრემიერა შესთავაზა. ვაჟა-ფშაველას „სათაგურის“ მიხედვით წარმოდგენილი შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათის სპექტაკლი, მაყურებლის რაოდენობიდან გამომდინარე, ორ სესიად ჩატარდა. აღნიშნული სპექტაკლიდან შემოსული თანხა, რომელმაც 700 ლარი შეადგინა, ბოლნისელი მიშიკო რეხვიაშვილის ანგარიშზე გადაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ მიშიკო რეხვიაშვილი ბოლნისის №1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მის დასახმარებლად  მუნიციპალიტეტში კიდევ არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. თოჯინების თეატრის განმეორებითი საქველმოქმედო ჩვენება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის, მომავალ კვირას გაიმართება.

„ამ პრემიერისთვის სამი თვე  ვემზადებოდით. სპექტაკლი დავდგით ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „სათაგურის“ მიხედვით. გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, რათა უფრო ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის. ამავე მოთხრობის შინაარსთან დაკავშირებით სკოლებს შორის გამოვაცხადეთ მინიატურული წიგნების კონკურსი, რითაც ძალიან დაინტერესდნენ ბავშვები. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ჩვენება იყო საქველმოქმედო და ეძღვნებოდა ბოლნისელ მიშიკო რეხვიაშვილს. ძალიან ბევრი მაყურებელი გვყავდა, რომლებსაც ავუხსენით თუ რას ნიშნავს ქველმოქმედება და რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა“, – განაცხადა თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა თამარ ბობოხიძემ.


Share.

Leave A Reply