ბოლნისელ მოზარდებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

0

1 ivnisi2 big21 თებერვალს, ბოლნისის რაიონულ საავადმყოფოში ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი” და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაქვემდებუარებული გივი ჟვანიას სახელობის აკადემიური კლინიკა ბავშვთა პროფილაქტიკურ გასინჯვებს ჩაატარებს. მოზარდებს უფასო კონსულტაციებს 22 პროფესორისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი გაუწევს. აქციის ფარგლებში ბოლნისში ბავშვთა კარდიოლოგი, ნებროლოგები, ქირურგები, ყბა-სახის ქირურგი, პედიატრები და ტრავმატოლოგები ჩამობრძანდებიან.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები დილის 10 საათიდან დაიწყება და 17 საათამდე გასტანს.


Share.

Comments are closed.