ბოლნისელ ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

0

11003086_10153069392107230_2061437492_oდღეს რაიონულ საავადმყოფოში ,,ქართული ოცნება- ჯანმრთელი მომავალი“-სა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და მისდამი დაქვემდებარებული გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პროფესორებისაგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ბავშვთა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა.

მაღალკვალიფიციურმა ოფთალმოლოგებმა, ნევროლოგებმა, ენდოკრინოლოგებმა, ყბა-სახის ქირურგმა, ორთოპედებმა, ტრავმატოლოგებმა, პედიატრებმა და თერაპევტებმა 120 მოზარდი გასინჯეს. როგორც პროფესორებმა განაცხადეს, კონსულტაციის შედეგად, სერიოზული დაავავადებები არ გამოვლენილა. აღსანიშნავია, ისიც რომ აქციის ფარგლებში ბოლნისის რაიონულ საავადმყოფოს დღეს ბონის უნივერსიტეტის პროფესორი და ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხაელ ლენცე ესტუმრა, რომელმაც გულდასმით გასინჯა პატარები და დანიშნულებაც მისცა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ყბა-სახის ქირურგმა ზურაბ ვადაჭკორიამაც მიიღო.

,,ქართული ოცნება- ჯანმრთელი მომავალი“-ს ორგანიზაციის პრეზიდენტი ქეთი ბარათელი:

– ასეთი აქციები ტარდება 2012 წლიდან. დღეს არის 33-ე საქველმოქმედო აქცია, რომელიც არა მარტო თბილისში, არამედ სხვადასხვა რეგიონში იმართება. დიდი სურვილი გვქონდა ბოლნისში ჩამოსვლის და გამგებლის ბატონი გოგი მეშველიანისა და მისი მოადგილის ქალბატონი ვალენტინა ნავერიანის მხარდაჭერით ჩავატარეთ აღნიშნული აქცია, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და მისდამი დაქვემდებარებული გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პროფესორები არიან ჩამობრძანებული დღეს, ასევე გვყავს მოწვეული სპეციალისტი გერმანიიდან, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ლენცე, რომელიც გახლავთ ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. ჩვენი დიდი სურვილია ბოლნისში სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად რომელიმე კლინიკა ჩამოვიყვანოთ და კიდევ ერთი უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩავატაროთ, ამჯერად მოზრდილებისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 8 მარტისთვის დაგეგმილი გვაქვს ქალთა კოლონიაში უფასო გამოკვლევების ჩატარება.

მიხაელ ლენცე, ევროპის გასტროენტეროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი:

– ჩემი მიზანია დავეხმარო საქართველოს და მხარში დავუდგე მედიცინის განვითარებაში. ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა ასეთ აქციებში. ნინო დანელია, მშობელი: – ძალიან მოხარული ვარ ასეთი ღონისძიება რომ ხორციელდება. სწორედ რომ დროული და საჭირო იყო. მადლობელი ვარ თითოეული პერსონალის და ორგანიზაციის რომელმაც ასეთი კარგი და კეთილი საქმე გააკეთა.

10998234_10153069391727230_1679032895_o 11002747_10153069395537230_303348630_o


Share.

Leave A Reply