ბოლნისელი მოსწავლეები „ეტალონში“ მიიღებენ მონაწილეობას

0

ეტალონი3მედია-პროექტ „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.  წამყვანი კულტურის სახლში მოსწავლეებს, სკოლის დირექტორებს, მშობლებს და პედაგოგებს შეხვდა. სოციალურ საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქვემო ქართლის გუბერანტორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც უკვე 9 წელია დიდი პოპულარობით და საზოგადოების სიყვარულით სარგებლობს, „ეტალონის“ წამყვანმა ისაუბრა. შეხვედრის მიზანი ქვეყანაში სოციალურ-საგანამანათლებლო ფონის გაუმჯობესება, წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე-ახალგაზრდების მოტივირება და პედაგოგების წახალისებაა. შეხვედრას ენერგიულმა წამყვანმა შოუს სახე მისცა, რასაც დარბაზის მქუხარე ტაში მოჰყვა. სცენაზე მუნიციპალიტეტის სკოლებმა სხვადასხვა ნომინაციებში გამოიჩინეს თავი. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და უპასუხეს წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს. ბოლნისელებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდა და „ეტალონში“ თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის და ქვემო ქართლის გუბერნატორის ინიციატივით, პროექტ „ეტალონში“ სპეციალური თამაში ბოლნისისთვის მოეწყობა. წამყვანმა აქტიური მოსწავლეები „ეტალონის“ კითხვების კრებულით დაასაჩუქრა. შეხვედრა პროექტის ჰიმნით დასრულდა.

„მე მოლოდინზე მეტი მივიღე ბოლნისელებისგან, აქ იყო ნიჭიერების ზეიმი, რასაც არ მოველოდი. უამრავი ადამიანი გახდა მომსწრე თუ რამდენი განათლებული ახალგაზრდა ეზრდება ბოლნისს. გავვოცდი  წაკითხული ლექსებითა და სიმღერებით, ეს არა მარტო მათი მშობლების და პედაგოგების, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტის დამსახურებაა. ბოლნისი ნამდვილად იმსახურებს ერთ სპეციალურ თამაშს. ვინც ეს პროექტი გაიარა, ის ნამდვილად განწირულია წარმატებისთვის“, – აღნიშნა პროექტ  „ეტალონის“ წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა.

გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

შეკრებილი საზოგადოების ემოციები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დღევანდელი შეხვედრა წარმატებულად ჩავთვალოთ. ძალიან მნიშვნელოვანი მედია-პროექტი იწყება ბოლნისში, რასაც  მივესალმებით. – მოსწავლეებს  მიეცემათ საშუალება გამოავლინონ და გაიღრმავონ ცოდნა, მეტი იმუშაონ  საკუთარ თავზე. ჩვენი აზრით ამ პროექტში მონაწილეობა მნიშნელოვნად გაახალისებს და გააღრმავებს ახალგაზრდების ცოდნას და ეს იქნება სტიმული მათი შემდგომი წარმატებებისა.

პაატა ხიზანაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი:

_ეტალონი1 ეტალონი2 ეტალონი4ყველა ის პროექტი, რომელიც ახალგაზრდების, მომავალი თაობების  აღზრდას, მათ მომზადებას და სულიერ სრულყოფას ემსახურება, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის.  ასეთი სახის პროექტებში ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას.  ხელს შევუწყობთ სრულყოფილი, უფრო თამამი და ძლიერი  თაობის ჩამოყალიბებას.

ტურნეს ფარგლებში პროექტ „ეტალონის“ პრეზენტაცია უკვე შედგა ქვემო ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში – მარნეულში, ბოლნისში, დმანისსა და გარდაბანში. უახლოეს მომავალში პროექტის წამყვანი თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებს ესტუმრება.

 

 

 

 


Share.

Leave A Reply