„არემჯის” თანამშრომლებს პროფკავშირების ლიდერთა „სიმართლე” აღარ აინტერესებთ

0

aremji_goldi_35111„გოლდმა“ და „კოპერმა“ 2014 წელს მუშა-მოსამსახურეების დასახმარებლად გასცა 77 217 ლარი. ხოლო 2015 წლის იანვრის თვეში კი მათ მიერ გაცემული დახმარება 7600 ლარს შეადგენს. სად არის ამ დროს პროფკავშირი და სად მიაქვს თანხა, რომელსაც წევრები ყოველთვიურად იხდიან. პრესკონფერენციაზე ასევე გაირკვა, რომ პროფკავშირში წევრების მიერ ყოველთვიურად შეტანილი თანხა 12 ათას ლარს შეადგენდა, რომლის 30% პროფკავშირს ხმარდებოდა. უკმაყოფილება კი დაიწყო იქიდან, რომ მათ 30%-ის ნაცვლად 36 პროცენტი მოითხოვეს.

27 თებერვალს „არემჯი“ გოლდის თანამშრომლები და პროფკავშირის ყოფილი წევრები გამოეხმაურნენ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილისა და სამთო -მეტალურგიული პროფკავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის მიერ ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
„არემჯი“ გოლდის თანამშრომლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებს განუცხადეს – მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ეთანხმებიან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ შეესაბამება სიმართლეს.
„გავრცელებული ინფორმაციით თითქოს „არემჯი“ გოლდის თანამშრომელთა მიერ პროფკავშირის რიგების დატოვება კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მუქარის გზითა და ზელოწით მოხდა _ არ შეესაბამება სიმართლეს. მუშებმა პროფკავშირის წევრობაზე მხოლოდ იმიტომ თქვეს უარი, რომ აღარ უნდოდათ ისეთი „სიმართლის“ მოსმენა ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც ცრუ დაპირებებზე იყო აგებული. ასევე გამოითქვა მოსაზრებაც, რომ ლიდერებს მუშა-მოსამსახურეები შეცდომაში შეჰყავდათ და კომპანიის ხელმძღვანელობასთან აპირისპირებდნენ. რისი საბოლოო მიზანიც არეულობა და კომპანიის სოციალური აფეთქების მცდელობა იყო, რაც საბოლოოდ არ გამოუვიდათ. ვეჭვობთ, რომ ირაკლი პეტრიაშვილის, თამაზ დოლაბერიძის და ჯონი რთველაძის ასეთი ქმედება ყველასათვის კარგად ცნობილი პოლიტიკური პარტიის ინტერესებში შედის. მთელი მუშათა კოლექტივი ითხოვს კითხვაზე პასუხს, სად წავიდა ფული, რომელიც პროფკავშირში შეგვქონდა, სხვაგან ნუ ეძებენ დამნაშავეს, დაფიქრდნენ საკუთარ ქმედებებზე და პასუხს თავად იპოვიან, თუ რატომ დატოვა ათასობით ადამიანმა მათი გაერთიანება“, _აღნიშნეს ‘არემჯი“ გოლდის თანამშრომლებმა.
„არემჯი“ გოლდის თანამშრომლებმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს წარმოუდგინეს დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს კომპანიის მიერ გახარჯული თანხები, დამატებითი ფინანსები იმ ადამიანების დასახმარებლად ვინც სწორედ აღნიშნული პროფკავშირის წევრები იყვნენ. „გოლდმა“ და „კოპერმა“ 2014 წელს მუშა-მოსამსახურეების დასახმარებლად გასცა 77 217 ლარი. ხოლო 2015 წლის იანვრის თვეში კი მათ მიერ გაცემული დახმარება 7600 ლარს შეადგენს. სად არის ამ დროს პროფკავშირი და სად მიაქვს თანხა, რომელსაც წევრები ყოველთვიურად იხდიან. პრესკონფერენციაზე ასევე გაირკვა, რომ პროფკავშირში წევრების მიერ ყოველთვიურად შეტანილი თანხა 12 ათას ლარს შეადგენდა, რომლის 30% პროფკავშირს ხმარდებოდა. უკმაყოფილება კი დაიწყო იქიდან, რომ მათ 30%-ის ნაცვლად 36 პროცენტი მოითხოვეს.
გია მუშკუდიანი, „არემჯი“ გოლდის თანამშრომელი:
_პასუხი აუცილებლად უნდა გაგვეცა იმ უსამართლობისთვის, რომელსაც პროფკავშირის ხელმძღვანელობა სჩადის. ამიტომ მოვიწვიეთ პრესკონფერენცია და საჯარო გავხადეთ ის დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს „გოლდის“ და „კოპერის“ გაწეულ დახმარებას თითოეული მუშახელის მიმართ. გავასაჯაროეთ ტყუილი, რომელიც იკადრა მათმა ხელმძღვანელობამ ვითომდა ზეწოლის ნიადაგზე დატოვა ათასობით წევრმა პროფკავშირი. პროფკავშირი ხალხის კავშირია და დამეთანხმებით, რომ ხალხს უნდა მოხმარდეს და არა რამოდენიმე ადამიანის ჯიბეს. საერთოდ ეს აჟიოტაჟი ემსახურება ნაციონალური პარტიის ინტერესებს, რასაც ვერ დავუშვებთ. ჩვენი სურვილია ავირჩიოთ დამოუკიდებელი პროფკავშირები, რომელიც მოემსახურება მუშა-მოსამსახურეებს, რათა ჩვენ თვითონ ვაკონტროლოთ ჩვენი ჯიბიდან წასული თითოეული თეთრი.


Share.

Leave A Reply