ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

0

mjkkkkkk_75061საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 17 თებერვალს საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რაც გამოიწვევს ამინდის პირობების მკვეთრ გაუარესებას. მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. გაძლიერდება ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და თოვლის ზვავები. დიდთოვლობის გამო შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება საავტომობილო გზების მონაკვეთებზე.
18-19 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მკვეთრად დაეცემა. მოსალოდნელია ძლიერი ყინვა. გზებზე ლიპყინული, ელექტროსადენებზე შემოყინულობა. 18-19 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურის ნავარაუდევი დაცემა -4; -6 გრადუსამდე ნეგატიურად იმოქმედებს ციტრუსების ერთწლიან ნაზარდებზე და ნაადრევად გაყვავილებულ საადრეო ჯიშის კენკროვანებზე.

 


Share.

Comments are closed.