რისთვის და რა თანხებით დააჯარიმებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ზედამხედველობის სამსახური

0

11000112_10153062146937230_1706716778_oსაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული,  ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესი დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე კვირას გამართულ სხდომაზე. ასევე დამტკიცდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესი. იმავე სხდომაზე საკრებულომ „ბოლნისისმუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების და მტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013  წლის  20 თებერვლის  №8  დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

საკრებულოს მიერ მიღებული ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებების შედეგად ზედამხედველობის სამსახურს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239 მუხლით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის უფლებამოსილება კანონით მიენიჭა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209/3 მუხლით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 119/1 146/1 და 148-ე მუხლები. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ არსებობდა წესი აღნიშნულ მუხლებზე ადმინისტრაციული წარმოების და რეგულირების შესახებ.

კონკრეტულად რომელ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაზე ექნება რეაგირების და დაჯარიმების  უფლება ზედამხედველობის სამსახურს, რას ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილი მუხლები:

მუხლი 119/1. გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება

  1. სამშენებლო ან სხვას სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგულიან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.
  2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარით. (24.07.2006. N3500)

მუხლი 146/1. დასუფთავების წესების დარღვევა (12.11.2010. N3807)

  1. ქვეითად მოსიარულის მიერ ან ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრა – გამოიწვევს ქვეითად მოსიარულის ან ავტოსატრანსპორტოს აშუალების მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი (მიკროავტობუსი)) შემთხვევაში –სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
  2. 1/1. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაგდება, დატოვება ან დაყრა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. (15.12.2010. N4035)
  3. სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.
  4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.
  5. იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ნარჩენების გამტან საწარმოებთან (შესაბამისი მუნიციპალიტეტის სათანადო დასახლებაში ნარჩენების გამტანი საწარმოების მომსახურების არსებობის შემთხვევაში) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
  6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით

მუხლი 148. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა

  1. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. (15.12.2010. N4035) შენიშვნა: (15.12.2010. N4035)
  2. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი პირუტყვს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე და ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომამდე განახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
  3. სამართალდამრღვევის მიერ ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (15.05.2012 N 6173)

ამრიგად, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს ნება ეძლევა ადგილზე შეადგინოს ბეჭდით დამოწმებული საჯარიმო ქვითარი და დააჯარიმოს კანონდამრღვევი.  კანონდამრღვევს დაკისრებული სანქცია შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.


Share.

Comments are closed.