2014 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა დასახმარებლად 1 320 400 ლარი გაიცა

0

1240651_846533688741085_4003725456972108209_n

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წლის განმავლობაში სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებზე კატეგორიების მიხედვით გასცა სხვადასხვა სახის დახმარება.
სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, რომელიც სტაციონალურ და ამბულატორიულ მკურნალობებს, დიაგნოსტიკურ გამოკვლევებსა და მედიკამენტურ უზრუნველყოფას გულისხმობს, დახმარება გაეწია 230 მოქალაქეს ჯამში 183 000 ლარით.
ავადმყოფთა მედიკამენტური უზრუნველყოფა (ონკოლოგიური, ბრონქიალური ასთმა,პარკინსონით დაავადებულტა ყოველთვიური დახმარება) 2014 წელს გაეწია 160 მოქალაქეს ჯამში 73 000 ლარით.
გარდა ამისა, ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწია 43 უსინათლოს, 6 რეინტეგრირებულ ბავშვს, 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, 19 დიაბეტით დავადებულ ადამიანს. ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 19 მოქალაქეს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი 50 ლარის ოდენობით. ყოველთვიურმა მატერიალურმა დახმარებამ 2014 წელს ჯამში 79 500 ლარი შეადგინა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წელს ფულადი დახმარება გაუწია 23 წარმატებულ სპორტსმენსა და 169 სტუდენტს, მათ შორის 33 წარმატებულ სტუდენტს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, ჯამში 139 200.
2014 წელს სარიტუალო მომსახურება გაეწია 11 მოქალაქეს ჯამში 2 800 ლარის ოდენობით.
ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწია 515 ოჯახს ჯამში 189 600 ლარის ოდენობით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წელს უზრუნველყო დევნილთა და სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებულ ბენეფიციართა კომუნალურ გადასახადების დაფარვა. ჯამში 54 700 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წინასაახალწლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 769 ოჯახს ელექტრო ენერგიის საფასურის დასაფარად 50 ლარი ჩაურიცხა.
2014 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მარჩენალდაკარგულ 48 ოჯახს გაუწია 300 ლარიანი დახმარება ჯამში 14 400 ლარის ოდენობით.
პედაგოგების, დევნილებისა და მოქალაქეების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათმა 2014 წელს 224 200 ლარი შეადგინა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდა 1 მოქალაქეს 3 500 ლარის ოდენობით.
უფასო სასადილოში 350 ბენეფიციარი ყოველდღიურად იღებს უფასო სადილს, გარდა ამისა მოხუცთა პანსიონატში მუდმივად ცხოვრობს 10 ბენეფიციარი, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან კვებით, მედიკამენტებითა და კომუნალური გადასახადებით. ბოლნისში ფუნქციონირებს წითელი ჯვრის საზოგადოების ხანდაზმულთა დღის ცენტრიც.

სარეაბილიტაციო ცენტრი ,,განთიადის“ ფუნქციონირებისთვის 2014 წელს გამოყოფილი იყო 70 300 ლარი, სადაც 30 ბენეფიციარი ინკლუზიურ სწავლებას გადის.
2014 წელს სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა დახმარებამ ჯამში 1 320 400 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის სოციალური უზრუნველყოფის მიმართულების დაფინანსება გასულ წელთან შედარებით 198 300 ლარით გაიზარდა.


Share.

Comments are closed.