№1 საჯარო სკოლაში ვიდეო კამერები დამონტაჟდება და მანდატურის სამსახური იმუშავებს

0

2666უახლოეს ხანებში ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში ვიდეო კამერები დამონტაჟდება და მანდატურის სამსახური იმუშავებს.

სკოლის შენობა და მიმდებარე ტერიტორია ვიდეო თვალის საშუალებით გაკონტროლდება. დაინიშნება სამი მანდატური, რომლებიც მოსწავლეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

„მივესალმები ამ სიახლეს. აუცილებელია მოხდეს სკოლისა და მოსწავლეების კონტროლი. ვიდეო თვალი დამონტაჟდება ყველა დერეფანში, საპირფარეშოებთან და ბუფეტთან. მისი საშუალებით გავაკონტროლებთ როგორც სკოლის შიდა, ისე მიმდებარე ტერიტორიას. მანდატურები კი ხელს შეუწყობენ სკოლის შინაგანაწესის დაცვას“. – აღნიშნა № 1 საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ.


Share.

Comments are closed.