ხანძრისგან დაზარალებულ ისმაილოვების ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტი დახმარებას გაუწევს

0

10393770_879103278817459_8365260465992518899_nსოფელ ძეძვნარიანში მცხოვრები ავგან ისმაილოვის საცხოვრებელ სახლს დღეს დილის 4 საათზე ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შესახებ ოჯახის უფროსმა სახანძრო-სამაშველო სამსახურს შეატყობინა. სამაშველო ბრიგადა ადგილზე მალევე გამოცხადდა, ცეცხლის ლოკალიზება შეძლო, თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოახერხა. დამწვარია მეპატრონის კუთვნილი ავტომანქანა და მიკროავტობუსიც, რომელიც ოჯახის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. ოჯახის უფროსი ვარაუდობს, რომ ხანძარი მოძველებულმა ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია.
დაზარალებული ოჯახი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მოინახულა. გოგი მეშველიანი ავგან ისმაილოვის ოჯახს დახმარებას დაჰპირდა.
ავგან ისმაილოვი- დაზარალებული:

,,გუშინ გვიანობამდე დაძინება ვერ შევძელი. დაახლოებით დილის 4 საათი იქნებოდა, მეუღლის შეწუხებულმა ხმამ გამომაღვიძა. როდესაც უკან ოთახში გავიხედე მეგონა შუქი იყო ანთებული, როგორც აღმოჩნდა სახლი უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული. სახლიდან სასწრაფოდ გამოვიყვანე შილები და მეუღლე, შემდეგ კი სახანძრო გამოვიძახეთ. სამწუხაროდ ვერაფრის გადარჩენა ვერ შევძელით, დაგვეწვა ორი ახალი მანქანაც. დახმარების თაობაზე გამგებლის სახელზე ვაპირებ განცხადების დაწერას“.
გოგი მეშველიანი- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

,,სამწუხარო ფაქტი მოხდა სოფელ ძეძვნარიანში. ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლს ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მოვედით, რათა ოჯახს თანადგომა გამოვუცხადოთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაზარალებულ ოჯახს კანონის შესაბმისად, აუცილებლად გაუწევს დახმარებას“.

 

10462746_879103728817414_2305061563795065831_n 10422103_879103735484080_2783937637038540562_n

 


Share.

Comments are closed.