შპს „ABD Georgia“-ს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი განიხილეს

0

მეღორეობამუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში საჯაროდ განიხილეს სოფელ აკაურთაში მდებარე შპს „ABD Georgia“-ს ბიოლოგიური (ცხოველური) ნარჩენების გაუვნებლობის „ბეიკერის ორმოს“ მოწყობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშზე გაცემული შენიშვნები.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მეღორეობის კომპლექსის დირექტორს და ექსპერტებს გააცნო შენიშვნები და მათი გათვალისწინებით სთხოვა გზშ-ს წარმოდგენა, რათა სამინისტრომ შეძლოს კანონით დადგენილი წესით დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემა.

2014 წლის 20 ნოემბერს სამინისტროში შპს „ABD Georgia“-მ წარადგინა დოკუმენტაცია, სადაც ითხოვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე  „ბეიკერის ორმოს“ მოწყობას, ვინაიდან კომპლექსს სასაკლაოს ნარჩენების განთავსება ქალაქ თბილისში გლდანის „ბეიკერის ორმოში“ უწევს, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს. შენიშვნებში განხილული იყო ბიოლოგიური ნარჩენების გაუვნებლობის ტექნოლოგიის ორი ალტერნატიული ვარიანტი: ნარჩენების დამარხვა და მათი გაუვნებლობა ე.წ. „ბეიკერის ორმო“ ან   ინსინატორის მოწყობა.  გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება შენიშვნების გათვალისწინებით უნდა იქნას სამინისტროში წარდგენილი. „ბეიკერის ორმოს“ან ინსინატორის მოწყობის შემთხვევაში ნებართვა მშენებლობის შესახებ, დოკუმენტის წარდგენის შემდეგ მუნიციპალიტეტიდან უნდა მოხდეს.

სოფელ აკაურთაში მდებარე მეღორეობის კომპლექსში 2013 წელს უკრაინელი ინვესტორის მიერ გაიხსნა საწარმო, სადაც 200 ადგილობრივია დასაქმებული. კომპლექსის პროდუქციას ათვისებული აქვს საქართველოს ბაზრის 80%-ი.


Share.

Comments are closed.