„ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო”-მ გუბერნატორის ადმინისტრაციაში საანგარიშო შეხვედრა გამართა

0

10917926_1605227529700501_2658044388509458992_oქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო”-ს საანგარიშო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლები, რუსთავის მერი და ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სააგენტოს მისიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო, GIZ – გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების მხარდაჭერით, რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიერ არის დაფუძნებული.

სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკურ განთვითარებას, არსებული მცირე და საშუალო წარმოებისა და დამწყები მეწარმეების მხარდაჭერის და ინვესტიციების წახალისების გზით.

სააგენტოს სერვისებით სარგებლობა შეუძლია ინვესტორებს, კომპანიებს და მუნიციპალიტეტებს.

ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს პოტენციური პარტნიორები არიან: საზოგადოებრივი ორგანიზაციები სომხეთსა და აზერბაიჯანში, სლოვენიისა და პოლონეთის საინვესტიციო და რეგიონული განვითარების სააგენტოები, რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები, ეროვნულ დონეზე მოქმედი დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

2014-2017 წლის სტრატეგიაზე მუშაობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო, სტარატეგიულ გეგმას სააგენტო პარტნიორებთან ერთად მიმდინარე წლის ივლისსში დაამტკიცებს.10904078_1605227563033831_8912463315771396884_o

 

 

 

10904642_1605227523033835_6661354131221164925_o

 

 

 

 


Share.

Comments are closed.