ქვემო ქართლის გუბერნატორი ადგილობრივი მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს შეხვდა

0

10926240_1600664570156797_4996733124729371854_oქვემო ქართლის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პაატა ხიზანაშვილის განცხადებით, ის მზად არის მედიასთან ღია და გამჭირვალე ურთიერთობა ჰქონდეს.

„ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოდ, თქვენი დახმარებით ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ”, – აღნიშნა გუბერნატორმა და მედიის წარმომადგენლებისგან არსებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

„დღევანდელი დღე პროდუქტიულად დამთავრდა, რამდენიმე ძალიან სერიოზული წინადადება წამოვიდა ჟურნალისტებისგან და მოხარული ვარ, რომ ჩვენი აზრები ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა და ვფიქრობთ, რომ იმ პროექტებს, რომელზეც საუბარი იყო აუცილებლად განვახორციელებთ “, – განაცხადა პაატა ხიზანაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს რწმუნებულმა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს პრემიერ მინისტრის საშობაო მისალოცი ბარათები გადასცა.


Share.

Leave A Reply