სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი დაიწყო

0

10953951_927475943938739_6345455594185169783_o

სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ინფექციური კონტროლის კუთხით უკვე დაწყებულია. ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ გააკეთა. შემოწმება საკონსულტაციო ხასიათისაა და ის სპეციალური კითხვარის დახმარებით მიმდინარეობს. მონიტორინგი უკვე განხორციელდა 300-მდე კლინიკაში. იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც რაიმე სახის დარღვევა იქნა აღმოჩენილი, მის გამოსასწორებლად 2 თვის ვადა მიეცათ. მონიტორინგის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 თვეში დასრულდება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა.

სტომატოლოგიური კლინიკების სალიცენზიო პირობების მონიტორინგი რამდენიმე თვეში დაიწყება

უკვე შემოწმებული 300 სტომატოლოგიური კლინიკიდან 29 სალიცენზიო ნებართვის გარეშე მუშაობს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, კლინიკებმა 1 კვირის ვადაში უნდა აცნობონ ჯანდაცვის სამინისტროს მათი საქმიანობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ. მიმდინარე მონიტორინგის დასრულების შემდეგ, დაიწყება სტომატოლოგიური კლინიკების სალიცენზიო პირობები შემოწმება. უკვე არსებული რეგულაციები მიხედვით, ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს პანდუსი, უნდა იყოს შესაბამისი ფართი უზრუნველყოფილი (ძირითად სავარძელზე 12 კვადრატული მეტრი, ყოველ დამატებით სავარძელზე 7 კვადრატული მეტრი) და უნდა ჰქონდეთ რენტგენის ფისირის წაკითხვის საშუალება.

Share.

Comments are closed.