„სიონი” თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება

0

10420125_917108394966625_6276697624230674084_nბოლნისის “სიონმა” საქართველოში მზადების პირველი ეტაპი დაასრულა.

ლადო ბურდულის გუნდი, 1 თებერვალს, გამთენიას, სტამბულის გავლით ანტალიაში ჩავა, სადაც ბელეკში, სასტუმრო “ატლანტისში” დაბანაკდება.

თურქულ შეკრებაზე 5 ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. უკვე გარკვეულია, რომ ბოლნისელები უზბეკურ “ლოკომოტივს”, პერმის “ამკარსა” და რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ორი ტესტ-მატჩი ზუსტდება, მოლაპარაკება ბულგარულ და უკრაინულ გუნდებთან მიდის. სპარინგ-პარტნიორების ვინაობა ადგილზე გაირკვევა.

თურქულ შეკრებაზე “სიონი” 13 თებერვლამდე დაჰყოფს.


Share.

Comments are closed.