საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს მასშტაბურ პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის – „ექსკურსია თეატრებში“, რომლის მიზანიც სკოლის მოსწავლეების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაა.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაუძღვნენ.
პროექტის „ექსკურსია თეატრებში“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ესტუმროს სასურველ თეატრს, დაათვალიეროს სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტის (ხმის რეჟისორი) და გამნათებლის ოთახები; აგრეთვე დეკორაცია და თეატრალური კოსტიუმები. სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან თეატრის არქივს და ისტორიას, დაესწრებიან რეპეტიციას, პირადად შეხვდებიან თეატრის რეჟისორებსა და მსახიობებს, სპექტაკლებზე კი ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით.
თეატრში ექსკურსიის დასაგეგმად აირჩიეთ სასურველი დანიშნულება, გაეცანით შემოთავაზებულ სერვისებს და შეავსეთ განაცხადი. შემდეგ ბმულზე:www.culture.gov.ge