საკრებულომ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაწყებად რამდენიმე საკითხი განიხილა

0

10859572_702857343162344_951485937_n2015 წლის 27 იანვრის საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა, რომელიც მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს დაგეგმილი რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას შეეხებოდა.
დაბა კაზრეთში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოციალური საცხოვრისის გახსნა იგეგმება, რომლის კეთილმოწყობისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 350 000 ლარი იქნა გათვალისწინებული. შენობაში 25 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაიდებს ბინას.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე გათვალისწინებული იქნა 250 000 ლარი ქ. ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალური სტადიონის რაბილიტაციისთვის.
წელსვე ქ. ბოლნისიდან სიონის ტაძრამდე მისასვლელ გზაზე გარე განათება დამონტაჟდება, რისთვისაც 60 000 ლარი გამოიყო.
2015 წლის 5 იანვარს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით, ქ. ბოლნისის სარწყავი სისტემის სოფლის და შუა არხები გადასცა.
აღნიშნული არხების აღდგენა-რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი იქნა გათვალისწინებული.
წელსვე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხრიდან კი მოხდება გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა, რისთვისაც 50 000 ლარი იქნა გათვალისწინებული.
ბიუჯეტის შესაბამისი ცვლილებებიდან გამომდინარე, ცვლილება განიცადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმამაც.


Share.

Comments are closed.