რუსთავის გენდერის მედიაცენტრში ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

0

10922832_881575751872695_5502304665156923034_n„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ორგანიზებით, 28 იანვარს, რუსთავის გენდერის მედია ცენტრში, გაიმართა „გენდერული საუბრები“ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ლიდერი ქალების, ადგილობრივი მმართველობის და თვითმართველობის ორგანოების წარმომადგენლების და სტუდენტების მონაწილეობით.
შეხვედრის მიზანი იყო არჩევნებში ჩართული მხარეების გენდერის საკითხებზე კომუნიკაციის გაძლიერება და ინფორმირება ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრა ასევე მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის საკითხის აქტუალიზაციას და არჩევნებში ჩართული მხარეების გაფრთხილებას – მედია განსაკუთრებით შეუწყნარებელი იქნება მათ მიმართ, ვინც საარჩევნო კამპანიების დროს მოახდენს ქალების გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას და არათანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნას.
შეხვედრის მონაწილეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია ”გენდერული სამართლიანობის” ხელმძღვანელმა რუსუდან კერვალიშვილმა, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ და უნივერსიტეტის პროფესორმა ირინა ჟვანიამ ისაუბრეს ქალების პოლიტიკაში გააქტიურების პრობლემებზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა ქვეყნის დემოკრატიული განვითრებისთვის.
დისკუსიაში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცა მოეხდინათ ერთმანეთის რესურსების, ხედვების, ინტერესების გაცნობა.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით.


Share.

Comments are closed.