რუსეთის ბაზარი ქართული მწვანილისთვისაც გაიხსნება

0

mcvaniliსურსათის ეროვნული სააგენტოსა და რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც საქართველოდან რუსეთში მწვანილის ექსპორტთან დაკავშირებულ წესებს ადგენს.

ბერლინის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2015“ (Gruene Woche 2015) ფარგლებში,  გაიმართულ მოლაპარაკებების დროს საქართველოს სურსათის ერვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ და როსსელ ხოზნადზორის ხელმძღვანელმა სერგეი დენკვერტმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ლაბორატორიული ექსპერტიზის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებამდე, მხარეები ერთობლივად განახორციელებენ მწვანილის ფიტოსანიტარიული სერთიფიცირების წინმსწრებ პროცედურებს. პროდუქციას, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას, ყველა საჭირო ლაბორატორიული ანალიზი და ექსპერტიზა ჩაუტარდება როსსელხოზნადზორის დაქვემდებარებაში არსებულ მცენარეთა კარანტინის ცენტრში.

Gruene Woche 2015 – ის ფარგლებში გამართული შეხვედრისდროს, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა, დადებითად შეფასდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორისს სასოფლო-სამეურნეო საქონლის არსებული ტვირთბრუნვა, რომელმაც უკვე  200 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის თევზის, თაფლის, მზესუმზირის, სიმინდის და მწვანილის ექსპორტის შესაძლებლობა.


Share.

Comments are closed.