რიტუალების სახლებს შპს „რიტუალური მომსახურების სააგენტო“ ჩაიბარებს

0

A.N.M.L-Pic-227 იანვრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ რიტუალების სახლებს კურირებას შპს „რიტუალური მომსახურების სააგენტო“ გაუწევს. სააგენტო სასაფლაოების მოვლა-პატრონობის და დასუფთავების გარდა პასუხისმგებელი იქნება როგორც შენობების, ისე იქ არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე.

„რიტუალების სახლები სოფლებში მოსახლეობის მეთვალყურეობის ქვეშ იყო,  საკრებულოს გადაწყვეტილებით კი მის შენახვაზე პასუხისმგებლობას სააგენტო აიღებს. ამ ეტაპზე კურირება გაეწევა სოფელ რატევნის და რაჭისუბნის რიტუალების სახლებს, შემდგომში კი დაემატება სხვა სოფლები“, –აღნიშნა მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსმა ლევან მდივანმა.


Share.

Comments are closed.