რატომ არ იხდის სასმელი წყლის გადასახადს სოფელ დისველის მოსახლეობა

0

cms-image-000001955სოფელ დისველს სასმელი წყალი დღეში ორი საათით  მიეწოდება და თანხის გადახდაც მოსახლეობას გახარჯული წყლის რაოდენობის მიხედვით უწევს. დისველელები პროტესტის ნიშნად გადასახადს არ იხდიან, რადგან მათ არაერთხელ სთხოვეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მრიცხველებზე, რომელთა 80%-იც ყინვის გამო დაზიანებულია, საჰაეროების დამონტაჟება.

„ბოლნისის გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრს რამდენჯერმე მივაკითხეთ, ვთხოვეთ საჰაეროების დამონტაჟება, რადგან სანამ წყალი მილებში გამოვა, ჰაერი მოდის და მრიცხველიც გაცილებით მეტს წერს. სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, პროტესტის ნიშნად არ გადავიხდით გადასახადს“. –აცხადებს დისველის მოსახლეობა.

BOLNISI.GE გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა.

,,აღნიშნული  პრობლემა ნამდვილად არსებობს სოფელ დისველში,  ამიტომ  აბონენტებმა  წერილობით უნდა მიმართონ  გაერთიანებული წყალმომარაგების ქვემო ქართლის სერვისცენტრს, რომელზეც დაუყონებლივ მოხდება რეაგირება და შესაბამისად მალევე აღმოიფხვრება პრობლემა.  ვისაც არ შეუძლია  სერვისცენტრთან წერილობით მიმართვა დარეკონ ცხელ ხაზზე – 930000 “ ,  – განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანიის   მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  ნინო რამიშვილმა.


Share.

Comments are closed.