პრემიერ–მინისტრის კომენტარი შსს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით

0

380_46338_169468_GIO75193_650„ალექსანდრე ჭიკაიძის თხოვნას დავაკმაყოფილებ”,–ამის შესახებ დავოსში ვიზიტით მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა  შს მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას ღირსეული ნაბიჯი უწოდა.

„ლექსო ჭიკაიძე არის ღირსეული პოლიციელი. მან მომმართა თხოვნით, რომ დავაკმაყოფილო მისი განცხადება გადადგომის თაობაზე. მე მინდა გითხრათ, რომლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსებული ადამიანი, მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ღირსეული პოლიციელი და ღირსეული ჯარისკაცი ჩვენიქვეყნის. ის მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვა, თუნდაც ის აბსურდული იყოს”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ქართულ პოლიტიკაში  სხვა სტანდარტები დაამკვიდრა, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
“ჩვენ სხვა სტანდარტები დავამკვიდრეთ ქართულ პოლიტიკაში. ლექსომ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა არ ყოფილა მთავარი. მთავარია ემსახუროს ხალხს,ქვეყანას. ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ ვიქნებით ხელისუფლებში . ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ამოცანაა ვემსახუროთ ჩვენს ხალხს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ–მინისტრის თქმით, პროკურატურა მუშაობს ვაზაგაშვილის საქმეზე და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც იური ვაზაგაშვილის საზარელიმკვლელობა ჩაიდინა.


Share.

Comments are closed.