მადლობა

0

მინდა თქვენი მეშვეობით მადლობა ვუთხრა ლიბერთი ბანკის ბოლნისის ფილიალის მმართველს ამირან მინაძეს, ვინაიდან ბანკში არსებული რიგის გამო ვერ მოვახერხე კომუნალური გადასახადების გადახდა იძულებული გავხდი მმართველი შემეწუხებინა. მან კი თბილად და ხალისიანად გამიწია დახმარება, იქვე არსებულ ბანკომატზე გადამიხადა გადასახადები და თანამშრომლებს წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდა. ასევე მადლიერებას გამოვთქვამ კრედიტ ოფიცრის გიგა ჯაფარიძის  მიმართ, რომელიც ხალხს გულისხმიერად ექცევა.

ვსარგებლობ შემთხვევით და ბოლნისელებს შობა-ახალ წელს ვულოცავ. დაე, 2015 წელი ყველასთვის ყოფილიყოს მშვიდობის, ჯანმრთელობის, წინსვლისა და წარმატების მომტანი.

თქვენი მოსიყვარულე და პატივისმცემელი ნათელა თარხნიშვილი


Share.

Comments are closed.