უფუნქციოდ დარჩენილი ძველი კულტურის სახლი მწყობრიდან გამოვიდა. მოსახლეობამ დეპუტატთან და გამგებლის წარმომადგენელთან ერთად, პრობლემის მოგვარება ადგილობრივ ხელმძღვანელობას სთხოვა. შენობა დღეს უკვე მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და ვინაიდან მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენს, მალე მის დემონტაჟზე ტენდერი გამოცხადდება . არსებული ვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა მოადგილესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე შეაფასა.
„იმის გამო, რომ ძველი კულტურის სახლის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, პროცესი დროში ცოტა გაიწელა, თუმცა ჩვენი თხოვნით, ქონების მართვის სააგენტო გაგებით მოეკიდა ამ საკითხს და მოკლე ვადებში მოხერხდა შენობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოცემა. შევადგინეთ საპროექტო დავალება და შევაფასეთ ღირებულება, თუ რა სარგებელი ექნება სახელმწიფოს შენობის დაშლის შემდგომ. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი კლუბის დემონტაჟზე, ავარიული შენობის აღების შემდგომ მოხდება დაბაში არსებული სკვერის გაფართოება“, –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
კაზრეთში ძველი კლუბის დემონტაჟი მოხდება
0
Share.