თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა

0

GIO_6793თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა –  EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები საქართველოს მთავრობამ პრაქტიკულად დაასრულა.

განხორციელებულ ღონისძიებებზე სახელმწიფო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობაში გაიმართება, გახსნის ცერემონიას კი რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს. ყოველწლიურ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და EBRD-ის პრეზიდენტი გახსნიან.

„ეს იქნება უპრეცენდენტო ღონისძიება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, რადგან საქართველოს ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით. თბილისი შეირჩა იმისთვის, რომ საქართველო გაგვეცნო ჩვენი აქციონრებისთვის, გვეჩვენებინა ქვეყნის კულტურა, არქიტექტურა და ის წარმატებები, რომელსაც საქართველომ მიაღწია“, – განაცხადა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას თბილისი 13-15 მაისს უმასპინძლებს.

Share.

Comments are closed.