დმანისი-განთიადის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

DSC_5216სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების   კომპანია  დმანისის მუნიციპალიტეტში  დმანისი-განთიადის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტით განსაზღვრულია,  იაკუბლოს წყალსაცავის წყალგამშვები კოშკის მექანიკური ნაწილის რეაბილიტაცია; მდინარეებზე – ნაზიკლიჩზე, სარფუდარასა და დმანისზე არსებული ტიროლის ტიპის წყალმიმღები ნაგებობების შეკეთება; იაკუბლოს წყალსაცავთან მიმყვანი არხის მოპირკეთებისა და წყალმიმღები ჭის რეაბილიტაცია; წყალსაცავის კატასტროფული წყალსაგდების მოწყობა; დმანისი-განთიადის მაგისტრალურ ღარულ არხზე ტორკრეტბეტონის მოწყობა, დაზიანებული ღარების შეცვლა; დიუკერის გადატანა მეწყერსაშიში ზონიდან; წყალგამშვები კვანძების შეკეთება; გამანაწილებელი ქსელის კოროზირებული მილსადენების დემონტაჟი და ახალი ტრასის მოწყობა პლასტმასის მილებით; არსებული გამანაწილებლების წმენდა და ტიპიური წყალგამშვები კვანძების მოწყობა.

სარეაბილიტაციო ღონისძიებებისშედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტში, დაბა დმანისის, სოფ. განთიადის, მაშავერას, დიდი დმანისის, ბოსლების, ვარდისუბნის 2410ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი.

აღნიშნული სისტემის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.

პროექტის ღირებულებაა 4 მლნ 127 ათასი ლარი.

Share.

Leave A Reply