დაიწყო განაცხადების მიღება კატარში სასკოლო ოლიმპიადაზე დასწრების მსურველთათვის

0

2015012215200341772კატარის ოლიმპიური კომიტეტი 2015 წლის მარტში, 4 დღის განმავლობაში, ქალაქ დოჰაში სასკოლო ოლიმპიადის ფინალზე დასასწრებად საქართველოდან იწვევს 17 დევნილ ბავშვს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 11-15 წლით.

ბავშვები ორი დღის განმავლობაში დაესწრებიან სასკოლო ოლიმპიადის ფინალს, დანარჩენ ორ დღეს კი საშუალება ექნებათ დაათვალიერონ კატარის ღირსშესანიშნაობები.

მგზავრობის, ცხოვრებისა და შიდა გადაადგილების ხარჯებს კატარის მხარე საკუთარ თავზე იღებს.

ოლიმპიადიაზე დასწრების მსურველებმა/კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ: მშობლის  ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენლის  განცხადება; დევნილის მოწმობა; მასწავლებლის მიერ გაცემული დახასიათება; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მაღალი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი; სპორტულ შეჯიბრებებში პრიზიორობის დამადასტურებელი სიგელი (ორიგინალი); სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა;  მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში დანარჩენი 18 წლამდე ასაკის შვილების დაბადების მოწმობის ასლები; მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე მშობლების ვეტერანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მშობლის ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა, ბავშვის საზღვარგარეთ გაშვების თაობაზე.

განაცხადები მიიღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ან მის ტერიტორიულ ორგანოებში  2015 წლის 22 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით.

მისამართები:

თბილისი, თამარაშვილის N15ა

რუსთავი, ვახუშტის ქ. N8

გორი, სამების ქ. N1 (ყოფილი შმაგის ქ. N1)

ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. N87

ქუთაისი, აბაშიძის ქ. 27

იხილეთ შერჩევის კრიტერიუმები

შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 11-15 წლის ასაკის იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.


Share.

Comments are closed.