გუბერნატორის ადმინისტრაციაში საგანმანათლებლო საკითხებზე ისაუბრეს

0

1795866_1607510569472197_1874589320470016721_o2015 წლის 29 იანვარს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში  სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელსაც ქვემო ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მისი მოადგილეები, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და განიხილეს რეგიონისთვის მნიშნელოვანი საკითხები, მათ შორის, საბავშო ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე.
სამუშაო შეხვედრას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები, რომლებმაც 2014 წელს სკოლაში განხორციელებულ სამუშაოებსა და მიმდინარე წელს დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრეს.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, რომელიც  ქალაქ ქუთაისში მდებარეობს, გააჩნია რვა რეგიონული სასწავლო ცენტრი. მათ შორის ხუთი მდებარეობს ქვემო ქართლში, ორი სამცხე–ჯავახეთში, ერთი კახეთში.

10974172_1607510119472242_7435671734983968473_o

 

 

Share.

Leave A Reply