გენდერული თანასწორობის ქსელმა ბოლნისში კლუბი „დემოკრატიისა და თანასწორობისათვის” დააფუძნა

0

გენდერი12015 წლის 30 იანვარს გენდერული თანასწორობის ქსელმა ბოლნისში საჯარო დისკუსია გამართა, თემაზე: „ქალების გაძლიერება პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად”. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმართველობის, პოლიტიკური პარტიების,  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და აქტიური ლიდერი ქალები.
გენდერული თანასწორობის ქსელმა ბოლნისში დააფუძნა კლუბი „დემოკრატიისა და თანასწორობისათვის,” რომლის საქმიანობა მიმართული იქნება რეგიონში ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე.
გენდერული თანასწორობის ქსელი ახორციელებს საქმიანობას, პროექტის  „ქალების მონაწილეობა პოლიტიკური პროცესებში” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია სსიპ “საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ.”

„კლუბის ძირითადი მიზანია მუნიციპალიტეტში და რეგიონალურ ცენტრს შორის იყოს კოორდინაცია, ერთმანეთთან თანამშრომლობა. როდესაც ჩავდივართ მუნიციპალიტეტებში შეგვიძლია ვთქვათ რამდენი აქტიური ქალია, აქედან რამდენს შეუძლია წამოაყენოს თავი კანდიდატად. ეს  სტატისტიკური მონაცემები ეცოდინება ამ კლუბებს, კლუბები იქნებიან გამტარი ინფორმაციის და მომწოდებელი, შესაბამისად როგორც რეგიონალურ ცენტრში, ასევე მთლიანად ქსელის წარმომადგენლობაში. კლუბში გაერთიანებულ მმართველობით ჯგუფში 5-6 კაციან შემადგენლობას ჩვენ ჩავუტარებთ შესაბამის ტრენინგებს, რომ ისინი მზად იყვნენ უკვე  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.“ –განაცხადა „გენდერული თანასწორობის ქსელის“ თავმჯდომარემ მანანა მებუკემ.

ლუიზა რეხვიაშვილი, საკრებულოს დეპუტატი:

– ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგი გამოვიდა. გენდერული საკითხები ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება ითქვას, რომ არ არის სათანადო დონეზე აყვანილი, ძალიან კარგია როცა ქალია პოლიტიკაში. მე ვაპირებ მომავალშიც მივიღო მსგავს ტრენინგებში მონაწილეობა. დღეს შექმნილ ქალთა კლუბში აუცილებლად გავწევრიანდები.

ლეილა ალიევა, საკრებულოს წევრი:

– დროულია ეს ყველაფერი. მივესალმები ქალთა კლუბის ჩამოყალიბებას. სასურველია, რომ პოლიტიკაში 50 თუ არა, ქალბატონების 40% მაინც მოღვაწეობდეს.

აღნიშნული შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა, სადაც მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა მსოფლიო ლიდერი ქალების რაოდენობასა და როლზე პოლიტიკაში. იქ დამსწრე საზოგადოებას კი  აქტივობისკენ მოუწოდა.

Share.

Comments are closed.