გაზეთი „ბოლნისი” მკითხველს საკურიერო სერვისს სთავაზობს

0

Receptionist Signing for Deliveryგაზეთი „ბოლნისი”-ს რედაქცია, რომელმაც ბეჭდური ვერსიის გამოცემა განაახლა, ბოლნისელ მკითხველს საკურიერო სერვის სთავაზობს. ხელმომწერი, რომელიც ერთიანად გამოიწერს გაზეთის 2015 წლის გამოცემას, სურვილისამებრ მიიღებს გაზეთს საკურიერო მომსახურებით მოთხოვნილ ადგილზე.

მომსახურეობის ღირებულება, რომლითაც გაზეთის მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ასე გამოიყურება:

გაზეთის მთელი წლით ანუ 24 ნომერის შეძენის ღირებულება შეადგენს 15 ლარს, ეს იმ შემთხვევაში თუ ხელმომწერი რედაქციიდან თავად წაიღებს კუთვნილ გაზეთს.

მათ, ვისაც სურვილი ექნებათ, რომ ჩვენმა კურიერმა მოთხოვნილ ადგილზე მიუტანოს გაზეთი ღირებულებასთან ერთად (15 ლარი), უნდა გადაიხადონ საკურიერო მომსახურების თანხა 10 ლარი. მთელი წლის საკურიერო მომსახურება გაზეთის ღირებულებასთან ერთად 25 ლარს შეადგენს.

გახდით გაზეთ ,,ბოლნისი“-ს ხელმომწერი და მიიღეთ ყველაზე ობიექტური ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე!

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 599 859 623.

 


Share.

Comments are closed.