ბოლნისში ცენტრალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

0

ნაგავსაყრელი1ერთი კვირაა ბოლნისის ტერიტორიაზე არსებულ ნაგავსაყრელზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ლავა“ ნაგავსაყრელზე  სამუშაოებს ახორციელებს. პირველ ეტაპზე დაახლოებით 7 ჰექტარ ტერიტორიაზე მოგროვდა ნარჩენები, რომელიც ორმოში განთავსდა, შემდგომ კი მოხდება მისი დატკეპვნა და დამარხვა.

ნაგვისგან გასუფთავებული ტერიტორია იყოფა დონეებად, სადაც კეთდება ტერასები და განთავსდება მიწის გროვები, გრუნტის წყლებისგან რომ არ მოხდეს ტერასების დაზიანება, მოეწყობა სანიაღვრეები. ნაგავსაყრელის ტერიტორია მთლიანად შემოიღობა მავთულხლართით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის  სამინისტრომ შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ სამუშაოებისთვის 330 ათასი ლარი გამოყო, ნაგავსაყრელის კეთილმოწყობას სამი თვე დასჭირდება, შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ ნაგავსაყრელზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღე ტონობით ნაგავი შედის. ნაგავსაყრელების მოვლა-პატრონობა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ 2013 წელს აიღო. მათ მიერ ადგილზე  დანიშნული ოპერატორი კი 24 საათის განმავლობაში უწევს მეთვალყურეობას ნაგავსაყრელს.

„ჩვენს მოვლა-პატრონობაში რომ გადმოვიდა ბოლნისის ნაგავსაყრელი, ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხვდა, მისასვლელი გზა ნაგვით იყო სავსე, ღობე გარღვეული იყო და მუდმივად შემოდიოდა საქონელი,  ნაგვის გადამზიდ მანქანებს უჭირდა ტერიტორიაზე შესვლა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაიწყო სამუშაოები, მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა, შემოსული ნაგავი ტერასებში განთავსდება,  დაიტკეპნება და მომენტალურად დაიმარხება, გავწმინდეთ მისასვლელი გზაც, შემოღობილ ტერიტორიაზე ვეღარ შემოდის საქონელი, ახლო მომავალში ველოდებით მძიმე ტექნიკას, რომელიც ბოლნისის ნაგავსაყრელზე იმუშავებს და მოახდენს ნარჩენების დამარხვას“. – აღნიშნა ქვემო ქართლის უფროსმა კოორდინატორმა გოჩა გელაშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ სახელმწიფოს 100% მფლობელობაში იმყოფება და დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, შესაბამისად მიმდინარე სამუშაოებზე ბოლნისის მუნიციპალიტეტს კომპანიის მომსახურებაზე თანხის გადახდა არ უწევს.


Share.

Comments are closed.