ბოლნისის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ ასაკობრივ ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა

0

ჭადრტაკი2ტრადიციულად, 23 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია თეიმურაზ ლომაიას სახელობის ასაკობრივ ტურნირს ატარებს, სადაც ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეობას სხვადასხვა საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები იღებენ. 29 დეკემბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით 16 წლამდე კატეგორიაში ბოლნისის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე გიორგი წიფიანი წარსდგა, მან წარმატებით იასპარეზა და დამსახურებულად მოიპოვა I ადგილი.

„თბილისში ჭადრაკის სასახლეში 23-დან 29 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ცნობილი მოჭადრაკის და მწვრთნელის თეიმურაზ ლომაიას ტურნირი ტარდება, სადაც მონაწილეობას 8-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები იღებენ. ამ ტურნირში ბოლნისის სახელით გიორგი წიფიანი წარსდგა, მან 7 თამაში ითამაშა,  ხუთნახევარი  ქულა აიღო და შესაბამისად I ადგილი დაიკავა. გიორგი ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა.“ – აღნიშნა ბოლნისის საჭადრაკო სკოლის მთავარმა მასწავლებელმა გიორგი მაჭარაშვილმა.

Share.

Comments are closed.