ბოლნისის სამ საჯარო სკოლაში ახალი დირექტორები დაინიშნენ

0

goris me-3 sajaro skolaდღეიდან ბოლნისის №1 საჯარო სკოლას ირმა წაქაძე, დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლას ნანა ოდიშელიძე, სოფელ მუხრანას საჯარო სკოლას კი ნესტან ონიანი უხელმძღვანელებს. დირექტორების არჩევნები ბოლნისის 12 საჯარო სკოლაში 9 ოქტომბერს ჩატარდა.  ექვს სკოლაში ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო მოვალეობას დღემდე მოქმედი დირექტორები ასრულებდნენ.

„ვინაიდან ბოლნისის ექვს სკოლაში სამეურვეო საბჭოს მიერ არ მოხდა დირექტორების არჩევა, განათლების მინისტრმა გამოიყენა დისკრეციული უფლება და 12 იანვრის ბრძანებით ბოლნისის №1, დაბა კაზრეთის №1 და სოფელ მუხრანას საჯარო სკოლებში ახალი დირექტორები დანიშნა, xolo ქვ.ბოლნისის №1, სოფელ სავანეთის და ცურტავის საჯარო სკოლებში მოვალეობის შემსრულებლებად კვლავ მოქმედი დირექტორები რჩებიან. აღნიშნულ სკოლებთან დაკავშირებით ველოდებით განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას“ . –აღნიშნა  ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირმა კოპალიანმა.


Share.

Comments are closed.