ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტუდენტთა დახმარებას განაგრძობს

0

studentebi3ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით სტუდენტთა დახმარების პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. პროგრამა ორი წელია მოქმედებს და სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებისთვის ფულად დახმარებას გულისხმობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სტუდენტებმა, რომლებიც აკმაყოფიებენ მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილ კრიტერიუმებს საბუთები მუნიციპალიტეტის გამგეობაში 25 იანვრამდე უნდა ჩააბარონ. (დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმუზე)

გასულ წელს აღნიშნული კუთხით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12000 ლარი დაიხარჯა და დახმარებით 209 სტუდენტმა ისარგებლა, აქედან 33 წარჩინებული სტუდენტი ყოველთვიურად 100 ლარს, დანარჩენი სხვა კატეგორიის 176 სტუდენტი კი 50 ლარს ღებულობდა.


Share.

Comments are closed.