ბოლნისის თეატრალურმა დასმა ქართული თეატრის დღე აღნიშნა

0

ტეატრი1

ბოლნისის თეატრალურმა დასმა ქართული თეატრის დღე აღნიშნა. მსახიობებმა მაყურებელს კომედიური ჟანრის სპექტაკლი ,,აივანი“ შესთავაზეს. აღნიშნული სპექტაკლის პრემიერა ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე 8 ოქტომბერს წარმატებით შედგა, დღევანდელი განმეორებითი ჩვენება კი ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა.

,,ამ კომედიის საშუალებით შევეცადეთ მხიარული განწყობა შეგვექმნა მაყურებლისთვის და მიგველოცა ქართული თეატრის დღე“,- განაცხადა რეჟისორმა.

ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის ,,გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმდროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. მას შემდეგ კი ყოველი წლის 14 იანვარს საქართველოში ქართული თეარტის დღეს აღნიშნება.

ზურაბ ზვედელიძე, რეჟისორი:

_ ამ კომედიის საშუალებით შევეცადეთ მხიარული განწყობა შეგვექმნა მაყურებლისთვის და მიგველოცა ქართული თეატრის დღე. ქართული თეატრი ეს არის ქართველი ადამიანის, ქართველი ერის სული, რომელმაც მინდა რომ მუდამ იცოცხლოს. პირველ რიგში ჩემს საოცარ დასს, ჩვენს მაყურებელს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უყვარს, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება თეატრთან ვულოცავ ქართული თეატრის დღეს.

კახა ცაბაძე, კომპოზიტორი:

_ პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და გისურვოთ მშვიდობა, სიკეთე და წარმატებები. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გეტყვით რომ უკვე რამდენიმე წელია ვმეგობრობ ბოლნისის თეატრთან და ამ ხნის მანძილზე არაერთ სპექტაკლზე გვიმუშავია ერთობლივად. დღეს სწორედ ჩვენი ერთობლივი ნამუშევრით, ძალიან ლამაზი კომედიით აღვნიშნეთ ქართული თეატრის დღე. ვულოცავ ყველა მსახიობს და ვუსურვებ პროფესიულ წინსვლას.


Share.

Comments are closed.