ბოლნისელმა სპორტსმენმა ჩეჩენი მებრძოლი დაამარცხა (+ვიდეო)

0

1454777_175563472651473_618789522_nბოლნისელმა სპორტსმენმა შოთა აქულაშვილმა 24 იანვარს გერმანიაში გამართულ სარეიტინგო ბრძოლაში ჩეჩენი მებრძოლი დაამარცხა.

შოთა აქულაშვილი 10 წელია შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობს. გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია. გასულ წელს ჩეხეთში გამართული ჩემპიონატიდან აქულაშვილი ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა.

2014 წელს მიღწეული წარმატებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შოთა აქულაშვილს ფულადი ჯილდო 1000 ლარი გადასცა.


Share.

Comments are closed.