საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 16-18 იანვარს ქალაქ თბილისში, „ფალავანთა კლუბში“ ატარებს საქართველოს ჩემპიონატს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. აღნიშნულ ჩემპიონატზე 3 წონით კატეგორიაში 4 ბოლნისელი ფალავანი იასპარეზებს.