„RMG” საყდრისზე მუშაობას გააგრძელებს

0

10856126_315242075343688_639056018_oკომპანია „RMG” საყდრისზე მუშაობას გააგრძელებს. შეგახსენებთ, კომპანიას ლიცენზია 2014 წლის  31 დეკემბერს უმთავრდება.

„ჩვენ გვქონდა 3000 ოჯახის და რაიონის ბედი გადასაწყვეტი, რადგან ეს კომპანია მთლიანად ინახავს ბოლნისის რაიონს. მინდა, მთავრობის სახელით დავადასტურო, რომ ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ნებართვის ვადა და მივცეთ კომპანიას საშუალება, გააგრძელოს მუშაობა, რათა 3 ათასი ოჯახი არ დარჩეს სამსახურის გარეშე და ბოლნისის რაიონი არ აღმოჩნდეს რთულ პირობებში. ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია – ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი ეკონომიკურ გუნდთან,”-განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 


Share.

Leave A Reply