29 დეკემბერს ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის საახალწლო კარნავალი მოეწყობა

0

10881335_708288845952527_561405754_nსაახალწლო კარნავალთან დაკავშირებით დღეს თამარ ბობოხიძემ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრა მოაწყვეს.  ბოლნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს საკარნავალო პროგრამა გააცნეს და მათი შეხედულებები მოისმინეს.

„კარნავალის მოწყობასთან დაკავშირებით იდეა ახალგაზრდებმა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გააცნეს, რაც ძალიან მოეწონა, სწორედ მისი თანადგომით, ახალგაზრდები და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახური ერთობლივად  მოვაწყობთ კარნავალს, სადაც დაუკრავს დიჯეი, დამონტაჟდება ფერადი განათებები, გაიმართება დისკოთეკა, გვექნება როგორც გასართობი, ისე ინტელექტუალური თამაშები და ა.შ. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება.  მოვიწვევთ ყველა სკოლიდან 15-15 ბავშვს. გამოვავლენთ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს, რომლებსაც გადავცემთ სამახსოვრო საჩუქრებს“. –აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ ბობოხიძემ.

Share.

Comments are closed.