26 დეკემბერს ბოლნისელი ახალგაზრდები საქველმოქმედო საღამოს გამართავენ

0

images(31)პარასკევს, 26 დეკემბერს, 6 საათზე მთავარი ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული შემოქმედებითი ჯგუფი გიწვევთ საქველმოქმედო საღამოზე „სიყვარულის ნამქერი“, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი 16 წლის სალომე წიქორიძეა. სალომე თავის მეგობრებთან: მირიან მეშველიანთან, გიორგი მეტრეველთან, მარიამ ფირცხელიანთან, ანსამბლ „ზენაართან“ და სასულიერო სკოლის გუნდთან ერთად ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში მისულ სტუმრებს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება. საღამო საქველმოქმედოა და თითოეულ ბოლნისელს შეუძლია თავისი მცირე წვლილი შეიტანოს 2 სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ 8 პატარას ოცნებების ასრულებაში.  მათი ოცნებები კი ასეთია: გიორგი –პულტიანი მანქანა, მეგი – თოჯინა და საყურე; სალომე – ველოსიპედი, ნინო – ბარბის თოჯინა და ლამაზი კაბა; მარიამი –ელექტროპიანინო; ბაჭო –ფეხბურთის ბურთი; სოფო– სასკოლო პენალი; ერთი წლის პატარა ბიჭუნამ კი ჯერ არ იცის რა უნდა, მისთვის ყველა საჩუქარი სანატრელი იქნება.

აღსანიშნავია ის დიდი გულისხმიერება, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაუწია პატარა შემოქმედებს. გამგებელმა მოუწონა ბავშვებს იდეა და თავისი წვლილიც შეიტანა პატარების დასახმარებლად.

ორგანიზატორები ბოლნისელებს საქველმოქმედო საღამოზე მისვლისკენ მოუწოდებენ, რათა ყველამ შეიტანოს თავისი წვლილი ბავშვების ოცნებების ასრულებაში.


Share.

Comments are closed.