2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს

0

10886612_10205025913022921_507439133_oგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ საცალო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლებს ახალი “ნარჩენების მართვის კოდექსი” გააცნო, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან  შევა ძალაში.

შეხვედრა მიზნად ისახავდა კეძო სექტორის ჩართულობას ნარჩენების მართვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში.

შეხვედრაზე მხარეებმა პოლიერთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების პრობლემაზე ისაუბრეს და შეთანხმდენენ, რომ 2015 წლიდან ეტაპობრივად მოხდება პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება.

მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს, რომლებიც გარემოზე ზრუნვაში კერძო სექტორის ჩართულობას ითვალისწინებს.

 


Share.

Comments are closed.