2015 წლიდან გაზეთი „ბოლნისი” ბეჭდურ გამოცემას აღადგენს

0

logo ponit 2ერთწლიანი პაუზის შემდეგ გაზეთი „ბოლნისი” მკითხველს განახლებული ფორმატითა და საინტერესო თემებით დაუბრუნდება. ბეჭდური გამოცემა თვეში ორჯერ გამოვა. გაზეთი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელდება 8 გვერდიანი იქნება და ორ ენაზე – ქართულ-აზერბაიჯანულად გამოიცემა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში გაზეთმა „ბოლნისმა” გამოცემა შეწყვიტა და ამ დრომდე რედაქცია მხოლოდ ინტერნეტპორტალის მეშვეობით აშუქებს მიმდინარე მოვლენებს.

„სამწუხაროდ ძალიან ბევრ ერთგულ მკითხველს გული დავწყვიტეთ, როდესაც ბეჭდური გამოცემა შევაჩერეთ. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამან ჩვენს მუშაობას ხელი შეუშალა, ამ ხნის მანძილზე ინტერნეტ სივრცის საშუალებით მეტად დინამიურები გავხდით და გაცილებით მეტი მკითხველიც შევიძინეთ, ინფორმაციებს ჩევნი მეშვეობით საკუთარ ქალაქზე, ახლობლებზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი ბოლნისელები იგებენ. ვინაიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა, ვეცდებით მათი ინფორმირება გაზეთის საშუალებით მოვახერხოთ.” – აღნიშნა გაზეთ „ბოლნისი”-ს რედაქტორმა ხატია ფოცხვერაშვილმა.

შეგახსენებთ გაზეთი ბოლნისი 1935 წლიდან გამოიცემა, საქართველოში მოქმედი გაზეთებიდან ამ წლოვანების გაზეთი თითზე ჩამოსათვლელია, გაზეთი „ბოლნისი” 2015 წელს 80 წლის ხდება.


Share.

Comments are closed.