13 დეკემბერს ფალავნობა 2014 გაიმართება

0

19413 დეკემბერს თბილისის ცირკში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, ქართულ ჭიდაობაში 2014 წლის სეზონის შემაჯამებელი ტურნირი – ფალავნობა 2014 გაიმართება.

ფალავნობაში საქართველოს ყველა რეგიონის 70-80 სპორტსმენი ჩაერთვება. ქართული ჭიდაობის ტურნირი 5 წონით კატეგორიაში  – 80, 90, 100, მძიმე კატეგორიებსა და აბსოლუტურ ფალავნობაში ჩატარდება.

ქართული ჭიდაობის ტურნირის გამარჯვებულები თასებთან და მედლებთან ერთად ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან, აბსოლუტურ ფალავნობაში გამარჯვებულს კი სპეციალური ჯილდო  – ავტომობილი  „პორშე კაიანი” გადაეცემა.ტურნირის ჯამური საპრიზო ფონდი  70.000 ლარია.

ფალავნობის ტურნირში მონაწილეობას ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავეები მიიღებენ. ფალავნობის წლევანდელი ტურნირი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართძალადობის წინააღმდეგ მიმართული ერთობლივი კამპანიის ფარგლებში იმართება.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 


Share.

Comments are closed.