105 ახალი საწარმოს პრეზენტაცია

0

905881_767640569993688_5078803817846116189_oსოფლის მეურნების სფეროში განხორციელებული პროექტების ფარგლებში:
· გაიცა 25 241 სესხი, ჯამური რაოდენობით – 670 მილიონი ლარი;
· დაფინანსდა 105 ახალი საწარმო;
· გაფართოვდა და გადაიარაღდა 580 საწარმო;
· სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაფინანსდა 35 დარგი;
· საწარმოებში დასაქმდა 10 ათასზე მეტი ადამიანი;
სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საწარმოების პრეზენტაციაზე. მისი განცხადებით, საქართველოს გააჩნია ყველა რესურსი იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობამ შეასრულოს უმნიშვნელოვანესი როლი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.
“ჩვენი მიზანია, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის საშუალებით მეწარმეები, ფერმერები, გლეხები მყარად დადგნენ ფეხზე და უპასუხონ იმ ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას, შეძლონ აწარმოონ ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი და მყარად დაიმკვიდრებს ადგილს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას გააჩნია კონკრეტული ამოცანები და გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი საწარმოების გაჩენას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ექსპორტის გაზრდას.
“ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ დავიწყეთ „შეღავათიანი აგროკრედიტისა“ და „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტების განხორციელება. ეს პროექტები წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტს, უკვე დამტკიცდა 16 პროექტი და აქედან 11 ბიზნესპროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. პროექტების ჯამური ინვესტიცია 22 მილიონ ლარზე მეტია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზით ჩვენი ქვეყნის რეგიონები კიდევ უფრო მომძლავრდებიან და ადგილობრივი მოსახლეობა წელში გაიმართება,”-განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ასევე დიდ იმედს ამყარებს პროექტზე- „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარების დიდ შესაძლებლობებს იძლევა. პრემიერის ინფორმაციით, მთლიანად, სამივე პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 105 საწარმო და მთავრობის ხელშეწყობით დაფინანსებულ საწარმოებში დასაქმებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი.
ახალი საწარმოების პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


Share.

Comments are closed.