ჯილდოს წარმატებულ სპორსტმენებთან ერთად მწვრთნელებიც მიიღებენ

0

DSC_0112 (1)საკრებულოს 27 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. მიმდინარე წელს, წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად თანხას ჯილდოს სახით მწვრთნელებიც მიიღებენ. მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამით სპორტსმენები რამდენიმე წელია, ტიტულის შესაბამისად სხვადასხვა რაოდენობით ერთჯერად მატერიალურ დახმარებას იღებენ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, გაწეული შრომისთვის ანალოგიურ თანხას მწვრთნელებიც მიიღებენ.
„გვყავს სხვადასხვა ტიტულის მქონე სპორტსმენები, ევროპის, მსოფლიო და საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, ისინი მუნიციპალიტეტიდან ერთჯერადად სხვადასხვა ოდენობის თანხას იღებენ. მწვრთნელების შრომა არ იყო დაფასებული, ჩვენ თხოვნით მივმართეთ მუნიციპალიტეტის გამგებელს. გადაწყდა, რომ ამიერიდან წარმატებულ სპორტსმენთან ერთად დაჯილდოვდება მწვრთნელიც“ – აღნიშნა ძიუდოს მწვრთნელმა შერმადინ დადვანმა.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამით წარმატებული სპორტსმენები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები ერთჯერადად 1000 ლარს იღებენ, საქართველოს ჩემპიონები – 500, პრიზიორები – 200, ხოლო მსოფლიო პრიზიორები 500 ლარით ფინანსდებიან. სპორტსმენებთან ერთად აღნიშნულ თანხას მწვრთნელებიც მიიღებენ.


Share.

Comments are closed.