ხუთი “ყოჩი” სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

0
kocha-cr-300x200საქართველოს რაგბის კავშირმა გასული წელიწადი შეაჯამა, საუკეთესოები გამოავლინა და ბუნებრივია, ამ მოვლენას ბოლნისის “ყოჩების” მორაგბეთა გარეშე არ ჩაუვლია.
გარემარბები ირაკლი გეგენავა და ლევან გოგოლაშვილი, 9 ნომერი გიორგი ბეგაძე, მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილი და კვაჭი დავით ხიდეშელი 2013/2014 წლების ეროვნული ნაკრების სიმბoლურ ნაკრებში მოხვდნენ. იყო შანსი იმისა, რომ ბოლნისელი მორაგბეების გვარები სხვა ნომინაციებშიც ყოფილიყო, მაგრამ საუკეთესო ბომბარდირთა დავაში თემო სოხაძეს ირაკლი ყიასაშვილმა 1 ქულით აჯობა (223 ქულა), ხოლო ალექსი ტუჩაშვილმა დავით ხიდეშელზე 1-ით მეტი ლელო გაიტანა (9).
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე “ლელო სარასენსის” მგეზავი ლაშახმალაძე გახდა, ხოლო ქვეყნის საუკეთესო მორაგბედ “ორიაკის” შუამარბი მერაბ შარიქაძე დასახელდა.

Share.

Leave A Reply