ცვლილებები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებში

0

imga0220საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში- „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“  ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას.

დევნილ ოჯახს რომელიც 1 ან 2 წევრისგან შედგება, სამინისტრო საცხოვრებელ ფართს არაუმეტეს 17 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის,  3 ან 4 წევრის შემთხვევაში მაქსიმალური თანხად 21 000 ლარი განისაზღვრა,  თუ დევნილი ოჯახში 5–7 წევრია თანხა  არაუმეტეს 26 000 ლარს შეადგენს, ხოლო  თუ ოჯახში 8 ან მეტი წევრია  საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მაქსიმალური თანხა 31 000 ლარი იქნება.

ცვლილებების განხორციელებამდე,  ყველა დევნილ  ოჯახს სოფლად კერძო სახლის შეძენა 20 000 ლარის ფარგლებში შეეძლო, არ იყო გათვალისწინებული ოჯახის წევრების რაოდენობა. ახალი მიდგომა უფრო მეტად მოქნილია და მორგებულია დევნილი ოჯახების საჭიროებებზე.

ცვლილებების შედეგად ასევე განისაზვრა, დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები.


Share.

Leave A Reply