შეხვედრა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან

0

380_46285_351405_1962124_774872215937190_3258805079775623642_o_650მთავრობის დადგენილება, ოთხი რელიგიური კონფესიისთვის საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ შესრულებულია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილი კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურებით დაინტერესდა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს მოკლე ანგარიშის წარდგენა სთხოვა.
ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, პრემიერის დავალება შესრულებულია, სახელმწიფოს მხრიდან ოთხივე კონფესიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება და გადანაწილებული თანხები დარიცხულია მათ ანგარიშზე .
„დავალება, რომელიც მოცემული იყო თქვენი ხელმძღვანელობით და დადგენილება რომელიც მიღებული იყო მთავრობის მიერ საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შესრულებულია. დღეს წარმოდგენილია მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული 4 კონფესია: საქართველოში მუსლიმური თემი, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკური ეკლესია და ებრაული თემი. სახელმწიფომ აიღო კეთილი ნება და გამოყო რამდენიმე მილიონი ლარი. ოთხივე კონფესიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება სახელმიფოს მხრიდან, რელიგიის სააგენტოსა და თითოელ კონფესიას შორის, აღნიშნული თანხები, რომელიც გადანაწილებული იყო, დარიცხულია მათ ანგარიშზე. შესაბამისად, პროექტი შედგა,” – აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოში არსებულ ოთხ კონფესიას – ებრაულთა და მუსლიმთა თემებს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და კათოლიკურ ეკლესიას გამოეყოთ ფინანსური კონპენსაციები საბჭოთა ტოტალიტარიზმის პერიოდში მიყენებული მორალურ-მატერიალური კონპენსაციის მიზნით.


Share.

Comments are closed.